პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქმენეთში
მთავარი გზავნილი მშვიდობა, განსაკუთრებული აქცენტი ეკონომიკური ზრდის ტენდენციებზე – საქართველოს პრემიერს დღეს თურქმენეთში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმზე მოუსმინეს.
აშხაბადში მშვიდობის და ნდობის საერთაშორისო წლის და თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ფორუმი ჩატარდა, რომელსაც სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ერთად რუსეთის პრეზიდენტიც ესწრებოდა. სიტყვით გამოსვლის დროს ირაკლი კობახიძემ რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობაზე გაამახვილა ყურადღება და ისაუბრა ევროპა-აზიის დამაკავშირებელი შუა დერეფნის მნიშვნელობაზე, რომელსაც ნდობის დერეფანი უწოდა. გამოსვლაში პრემიერ-მინისტრმა ახსენა ქვეყნის ორი რეგიონის ოკუპაცია და გლობალური გამოწვევების ფონზე მშვიდობა ქვეყნის პოლიტიკურ არჩევანად და ეგზისტენციალურ პრიორიტეტად გამოაცხადა. შუა აზიის ქვეყნებთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას მთავრობის მეთაური მნიშვნელოვნად მიიჩნევს.
თურქმენეთში გამართული შეხვედრები და მთავარი აქცენტები დღევანდელი მიმართვიდან – შალვა სუმბაძე აშხაბადიდან.