პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქმენეთში

ქართული დელეგაცია თურქმენეთიდან რამდენიმე შეთანხმებით დაბრუნდა – ოფიციალური თბილისი ვიზიტის შემდეგ თურქმენეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას ელოდება.
ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრებზე მთავარი თემა შუა დერეფნის პროექტის განვითარება და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაზრდა იყო. ბუნებრივია, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ენერგეტიკულ მიმართულებაზე – თურქმენეთიდან, როგორც ენერგოპროდუქტებით მდიდარი ქვეყნიდან, ენერგეტიკული რესურსების ტრანზიტის და შესყიდვის, ასევე გაზის შესაძლო ექსპორტის კუთხით ქართულმა მხარემ თურქმენ კოლეგებს კონკრეტული წინადადებებიც გააცნო. ერთ-ერთ პრიორიტეტად ცხადდება სატრანსპორტო თანამშრომლობის განვითარება და სავაჭრო კავშირების ზრდა – პირველ რიგში იგულისხმება სავაჭრო ბრუნვის დღეს არსებული მონაცემების და სატვირთო გადაზიდვების მაჩვენებლის გაუმჯობესება. განიხილეს კონკრეტული პროექტებიც.