ენერგეტიკა, სატრანსპორტო, სავაჭრო და ტურისტული მიმართულებით თანამშრომლობა – ეს არის ის მთავარი საკითხები, რაზეც ქართულმა დელეგაციამ თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში კოლეგებთან შეხვედრისას ისაუბრა. შეხვედრა გაიმართა როგორც გაფართოებულ, ისე პირისპირ ფორმატებში. გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები, მათ შორის საგარეო, სოფლის მეურნეობისა და სპორტის მიმართულებით. საუბარი შეეხო თურქმენული გაზის საქართველოში ექსპორტის შესაძლებლობის საკითხს, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს სატრანზიტო როლზეც. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრს უმასპინძლა თურქმენეთის პრეზიდენტმა.