ცენტრალური აზიის ქვეყნებში ვიზიტს საქართველოს პრემიერი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად თურქმენეთში აგრძელებს. სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობა და ცენტრალური აზიის ქვეყნების პოტენციალის მაქსიმალური ათვისება – ეს არის ქართული დელეგაციის ძირითადი განსახილველი საკითხები. ირაკლი კობახიძეს უკვე უმასპინძლა თურქმენეთის პრეზიდენტმა, გარდა ამისა, დაგეგმილია ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრების გაფართოებული და პირისპირ შეხვედრები, რის შემდეგაც მხარეები სხვადასხვა მიმართულებით შეთანხმებებს გააფორმებენ.
თამარ წიკლაური აშუქებს ვიზიტს.