პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სომხეთში

აზერბაიჯანის შემდეგ, რეგიონული ტურნეს ფარგლებში საქართველოს პრემიერი ოფიციალური ვიზიტით ერევანს ეწვია. ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურების ხელმძღვანელობით ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. იმსჯელეს დარგობრივი მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებაზე, სტრატეგიულ პარტნიორობასა და სამომავლო გეგმებზე. გამოითქვა მზაობა მუშაობის გასაგრძელებლად რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ნიკოლ ფაშინიანმა და ირაკლი კობახიძემ მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენციაც გამართეს.