პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სინგაპურში 

21:07, 21.07.2026

ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ პირველი ვიზიტი სინგაპურში.

საქართველოს პრემიერი საგარეო და ეკონომიკის მინისტრებთან ერთად სინგაპურშია და ქვეყნის პირველ პირებთან გეგმავს შეხვედრას. მიზანია ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანასთან და უდიდეს ფინანსურ ცენტრთან, რომელთანაც საქართველოს წლებია, აქტიური სავაჭრო ურთიერთობა აკავშირებს – ამ მხრივ მჭიდრო კავშირებს სავაჭრო ბრუნვის მზარდი მაჩვენებლებიც ადასტურებს. მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრესი და ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყნისგან ქართულ მხარეს გამოცდილების გაზიარება სურს – განსაკუთრებით ლოჯისტიკური ჰაბის და ეკონომიკური რეფორმებით მიმართულებით. აზია-ევროპის დამაკავშირებელი შუა დერეფნის მარშრუტში საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი სულ უფრო იზრდება. სინგაპურის პირველ პირებთან საუბრის გარდა დაგეგმილია შეხვედრები საფინანსო კომპანიებთან, სადაც ქართული დელეგაცია საქართველოს საინვესტიციო გარემოზე ისაუბრებს.

„მოამბე“ სინგაპურიდან, – ანა ბროლაძე აშუქებს ვიზიტს.

მსგავსი