პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სინგაპურში

18:05, 22.07.2026

სინგაპურში პრემიერის და ქართული დელეგაციის ვიზიტი გრძელდება.

მიმდინარეობს მაღალი დონის შეხვედრები როგორც პოლიტიკური მიმართულებით, ასევე ბიზნეს წრეებთან. ჩანგის აეროპორტის მმართველი გუნდი, ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტით  დაინტერესდა. მათთან პირისპირ დისკუსია ცოტა ხნის წინ დაასრულეს საქართველოს პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა. გამოითქვა სურვილი, მონაწილეობა მიიღონ ტენდერში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ვაზიანის აეროპორტის ასაშენებლად პარტნიორი კომპანიის შესარჩევად გამოაცხადებს.

მსგავსი