პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საუდის არაბეთში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციის წევრებთან ერთად, საუდის არაბეთის სამეფოში შეხვედრებს განაგრძობს. საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრესა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის შეხვედრა კონკრეტული შედეგით დასრულდა. გადაწყდა, რომ შეიქმნება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფები, რომლებიც სწორედ ორი ქვეყნის თანამშრომლობის მიმართულებით იმუშავებს მთელ რიგ საკითხებზე. შეხვედრებზე ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი სატრანზიტო ჰაბისა და დიდი პოტენციალის მქონე სატრანსპორტო დერეფნის, გაზრდილ როლსა და მნიშვნელობას. საუდის არაბეთის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, რომ უფრო აქტიურად იქნეს ათვისებული საქართველოს პოტენციალი.