პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საუდის არაბეთში

საუდის არაბეთი საქართველოში ინვესტიციების გაზრდით არის დაინტერესებული.

სამეფოში პრემიერ ღარიბაშვილის და ქართული დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი დასრულებულია. გაუარესებული უსაფრთხოების და ევროპის მწვავე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ვიზიტის მთავარი მიმართულებები საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება, ინვესტიციების მოზიდვა, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერება და სპარსეთის ყურის ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნიდან ტურისტიული ნაკადების გაზრდა იყო. საინვესტიციო პროექტებზე საუბრის დროს დასახელდა კონკრეტული სფეროებიც, მათ შორის ენერგეტიკა, კერძოდ, განახლებადი ენერგიის პროექტები. საუდის არაბეთის პრემიერთან შეხვედრა პოლიტიკურ საკითხებზე საუბარსაც დაეთმო.