პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საფრანგეთში
პირველი საერთაშორისო კოსმოსური სამიტი პარიზში – დღე მეორე. მსოფლიო ლიდერებსა და მეცნიერებს ემანუელ მაკრონი სიტყვით ამ წუთებში მიმართავს. კოსმოსის მომავალი, უსაფრთხოება და გლობალური თამაშის წესების განსაზღვრა – ესაა მთავარი საკითხები, რასაც ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში, 120-ზე მეტი ქვეყნის 2 000-ზე მეტი დელეგატი განიხილავს. სწორედ ემანუელ მაკრონის მიწვევით იმყოფება ირაკლი კობახიძე და ქართული დელეგაცია სამიტზე.
თამუნა წიკლაური პარიზიდან.