პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საფრანგეთში 

21:06, 09.09.2026

პრემიერის რანგში უკვე მეორედ ირაკლი კობახიძე საფრანგეთში იმყოფება.

საქართველოს მთავრობის მეთაური კოსმოსის საკითხებზე პირველ საერთაშორისო სამიტს ესწრება. უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხები დღის წესრიგის მთავარი მიმართულებებია. პარიზში ჩავიდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები. არ არის გამორიცხული, რომ საერთაშორისო პლატფორმა ქართულმა დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრებისთვისაც გამოიყენოს. საფრანგეთისა და გერმანიის თანათავმჯდომარეობით მიმდინარე ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ემანუელ მაკრონმა სამი კვირის წინ მიიწვია. წერილში საფრანგეთის პირველი წერდა, რომ კოსმოსური ეკონომიკის დასაჩქარებლად და მისი ტექნოლოგიური შესაძლებლობების ასათვისებლად კოორდინირებული მოქმედებები იყო საჭირო. სამიტის მონაწილეებს ხვალ საფრანგეთის პრეზიდენტი და ევროკომისიის ხელმძღვანელი მიმართავენ. გრან პალეს ისტორიულ შენობაში საერთაშორისო ფორუმი რამდენიმე საათის წინ გაიხსნა,

„მოამბე“ პარიზიდან, – თამუნა წიკლაური აშუქებს სამიტს.

მსგავსი