პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დანიაში

12:23, 01.10.2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დანიაში ვიზიტს იწყებს. ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტს დაესწრება, რომელიც 2 ოქტომბერს კოპენჰაგენში გაიმართება. საქართველოს მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში. მთავარი თემა ეკონომიკური მიმართულებაა, თუმცა, ირაკლი კობახიძის თქმით, გარდა წამყვანი საკითხისა, ის აქცენტებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზეც გააკეთებს.

მსგავსი