პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში

აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი, ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები და საქართველოში ევროპული სკოლის გახსნა. ეს იმ საკითხების ნაწილია, რაზეც პრემიერი მამუკა ბახტაძე ევროკომისარ იოჰანეს ჰანისთან შეხვედრაზე იმსჯელებს. ბრიუსელში ქართული დელეგაციის ვიზიტი გრძელდება.

მთავრობის თავმჯდომარეს უკვე შეხვდნენ ნატო-ს გენერალური მდივანი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.