პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება

საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი და მიმდინარე პოლიტიკური ვითარება – ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.

დისკუსია უკვე დასრულებულია ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელ მარინა კალიურანდთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტ დევიდ სასოლისთან. კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ევროინტეგრაციისადმი მტკიცე მხარდაჭერა.

აღინიშნა, რომ პოლიტიკური ვითარების დასტაბილურების პროცესში მოქალაქეების და ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესებით უნდა იხელმძღვანელონ. დღესვე დაგეგმილია დისკუსია იენს სტოლტენბერგთან. მხარეები განიხილავენ ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და სამომავლო გეგმებს.