პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრებს იწყებს. დისკუსიები საქართველოს დროით დღის მეორე ნახევარში დაიწყება. ერთობლივი შეხვედრები გაიმართება ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტ დევიდ მარია სასოლისთან. მთავარი განსახილველი თემა იქნება 15 დეკემბერს დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტი, რომლის დეკლარაციაში მნიშვნელოვანია ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის პრიორიტეტული საკითხებისა და მოლოდინების ასახვა.