პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში
პოლიტიკური ვითარება საქართველოში უნდა განიმუხტოს, მხარეებმა უნდა მიაღწიონ შეთანხმებას თუმცა ეს არ მოხდება სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ. პრემიერ-მინისტრმა ვიზიტის პირველ დღე და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა მედიასთან შეაჯამა. დისკუსია შარლ მიშელთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შედგა. ღარიბაშვილის თქმით, ევროპის ამოცანაა, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციასთან ერთად გააგრძელოს პარლამენტში მუშაობა.