პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში

ევროპარლამენტის შემდეგ ნატო-ს შტაბბინა – ირაკლი კობახიძე ორ საათში იენს სტოლტენბერგს შეხვდება. დისკუსიის დასრულებისთანავე მხარეები მედიისთვის ოფიციალურ განცხადებებსაც გააკეთებენ. მანამდე კი საქართველოს მთავრობის მეთაური ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას ესაუბრა. შეაჯამეს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. მიმოიხილეს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად გადასადგმელი ნაბიჯები და მიმდინარე ღონისძიებები. ხაზგასმით აღინიშნა პარტნიორობის გაძლიერების მზაობა.

ანა ბროლაძე დეტალებით.