პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში

ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გრძელდება. ირაკლი კობახიძე დღეს ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას შეხვდება. დღის მეორე ნახევარში კი ქართული დელეგაცია ნატო-ს შტაბბინაში გადაინაცვლებს. პრემიერის დისკუსია დაგეგმილია იენს სტოლტენბერგთან. გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც.

ანა ბროლაძე დეტალებით ბრიუსელიდან.