პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბაქოში

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიწვევით ბაქოში გაემგზავრა. მთავრობის მეთაური 24 ნოემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქში SPECA-ს ეკონომიკურ ფორუმს საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება. ეს არის „გაერო-ს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის“.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილ მთავრობის მეთაურთა სამიტზე საქართველოს პრემიერი სიტყვით გამოვა. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე შეხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტს. SPECA-ს დაარსებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ფორუმი წელს აზერბაიჯანის თავმჯდომარეობით იმართება.