პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში - მასშტაბური ეკონომიკური პროექტები

საქართველოს და აზერბაიჯანის მონაწილეობით მასშტაბური პროექტები ორი ქვეყნის მთავრობებმა პირისპირ განიხილეს.

ბაქოში დღეს მთავარობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის საიუბილეო შეხვედრა გაიმართა. პრემიერების ხელმძღვანელობით ჩატარებულ სხდომაზე განიხილეს სავაჭრო ბრუნვის მონაცემები. აზერბაიჯანი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მოწინავე პოზიციას იკავებს. მხარეები თანხმდებიან, რომ სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის სრულად ასათვისებლად ახალი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. ოფიციალური ბაქოს მხრიდან ყურადღება გამახვილდა საინვესტიციო ურთიერთობის გაძლიერების საჭიროებაზე. დღის წესრიგში იყო იმ სტრატეგიულ ენერგეტიკულ პროექტებში მონაწილეობა, რომლებსაც ევროპის ენერგოუსაფრთხოების და ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით დიდი მნიშვნელობა აქვს. შუა დერეფნის გასავითარებლად განიხილეს ის სამუშაოებიც, რომლებიც საქართველოს და აზერბაიჯანის პორტებში ტვირთბრუნვის გასაზრდელად არის საჭირო.