პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში

პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანშია. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა შედგა. დისკუსიის შემდეგ, ილჰამ ალიევმა ქართულ დელეგაციას სამუშაო სადილზეც უმასპინძლა.

გაიმართება ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაც, რომლის დასრულების შემდეგ, თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმდება. საქართველოს დელეგაციაშია საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრები და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.