პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე დებატების ფარგლებში, დღეს სიტყვით წარდგება საქართველოს პრემიერი. ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს შტაბ-ბინის ტრიბუნიდან საერთაშორისო დღის წესრიგში არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრებს. მათ შორის იქნება სამშვიდობო, სამეზობლო პოლიტიკა და გლობალური გამოწვევები. გამოსვლა საქართველოს დროით გვიან ღამით დაიწყება. პარალელურად, ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარეობს სხვადასხვა მაღალი რანგის შეხვედრები.

მოამბე ნიუ იორკიდან.