პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში

პრემიერ-მინისტრი შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს. მამუკა ბახტაძე კალიფორნიის ქომონ ველს ქლაბს სტუმრობდა. ეს არის ადგილი, რომელიც დისკუსიას ხსნის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, კულტურულ თუ სოციალურ საკითხებზე. კლუბში წელიწადში 450-ზე მეტი ფორუმი იმართება.

მამუკა ბახტაძემ სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და მისწრაფებებზე ისაუბრა. პრემიერმა  ყურადღება გაამახვილა რუსეთის აგრესიასა და ოკუპაციაზე. მთავრობის მეთაურმა ასევე საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად ასპექტებსა და ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობას გაუსვა ხაზი.