პრემიერ-მინისტრის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს შეიხ ნაჰიან მუბარაკ ალ-ნაჰაიანს შეხვდა, რომელიც არაბთა გაერთიანებული საემიროების ტოლერანტობისა და თანაარსებობის მინისტრის თანამდებობას იკავებს. შეიხ ნაჰიან მუბარაკ ალ-ნაჰაიანი საქართველოში განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტიციის მფლობელია. განსახილველ საკითხებს შორის იყო ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.