პრემიერ-მინისტრის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში
საქართველოს პრემიერს კიდევ ერთ საერთაშორისო პლატფორმაზე მოუსმენენ.
მთავრობის მეთაური არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება. ირაკლი კობახიძე მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას და სიტყვითაც გამოვა. პრემიერი იმ შეხვედრასაც დაესწრება, რომელიც ინვესტიციებს მიეძღვნება. მსოფლიო მთავრობათა სამიტში ქართული დელეგაცია შარშანაც მონაწილეობდა. სამიტს ყოველწლიურად ათეულობით ქვეყნის სახელმწიფო მეთაურები და პოლიტიკური ლიდერები, ასევე ბიზნეს-წრეების წარმომადგენლები ესწრებიან. სამიტის ფარგლებში დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ორმხრივი შეხვედრებიც. როგორია წლევანდელი თემატიკა და რა საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას მთავრობის ხელმძღვანელი სიტყვით გამოსვლისას.