პრემიერ-მინისტრის ვიზიტი

იაპონიაში შესაძლოა, ქართული თაფლის, ხილის წვენის და თევზის ექსპორტი დაიწყოს. ამ პერსპექტივაზე ტოკიოში მყოფი საქართველოს ეკონომიკის მინისტრი საუბრობს.

გიორგი ქობულია ტოკიოში პრემიერის ხელმძღვანელობით მყოფ ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად იაპონიის მსხვილ კომპანიებთან მოლაპარაკებებს მართავს.

დღესვე ცნობილი ხდება, რომ ავტოწარმოებაში ცნობილმა ბრენდმა „მიცუბიშიმ“ ქარხანა შესაძლოა ჩვენს ქვეყანაშიც გახსნას. თუმცა მანამდე ჯერ კვლევები უნდა ჩატარდეს, რის შემდეგაც გაირკვევა, ეს იქნება მზა პროდუქციის თუ ნაწილების მწარმოებელი საწარმო.

საქართველოს მიმართ ინტერესს გამოთქვამენ ავტოწარმოების სფეროში მოქმედი სხვა მსხვილი კომპანიებიც.