პრემიერ მინისტრის ვიზიტი  

იაპონიაში საქართველოს პრემიერის ვიზიტი დაიწყო.

15 მარტს მამუკა ბახტაძე ტოკიოში დაგეგილ ბიზნეს-ფორუმს გახსნის, სადაც ქართულ დელეგაციას მონაწილეებისთვის საკუთარი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის გაცნობის საშუალება ექნება. მანამდე კი, პრემიერ-მინისტრი ტოკიოში შეხვედრებს მართავს. მთავრობის მეთაური უკვე ესაუბრა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს, რა დროსაც განსაკუთრებული აქცენტი ორი ქვეყნის ურთიერთობების ახალ დონეზე გადასვლის აუცილებლობაზე და ორმხრივ საინვესტიციო შეთანხმებაზე გაკეთდა.

გურამ როგავა ტოკიოდან.