პრემიერ-მინისტრის ვიზიტი
პარიზში, კოსმოსის საკითხებზე პირველი საერთაშორისო სამიტი ერთ საათში გაიხსნება. მონაწილეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს. ირაკლი კობახიძე ღონისძიებაზე ემანუელ მაკრონის მიწვევით იმყოფება. სამიტის თანათავმჯდომარეები საფრანგეთი და გერმანია არიან. მთავარი განსახილველი თემებია მეცნიერება, კვლევა, უსაფრთხოებისა და თავდაცვა. 120-ზე მეტი ქვეყნის 2000 დელეგატი მიღებს ორი დღის მანძილზე მონაწილეობას სხვადასხვა თემატურ დისკუსიაში. შეკრებილებს სიტყვით ემანუელ მაკრონი მიმართავს ხვალ. დაგეგმილია ურსულა ფონ დერ ლაენის გამოსვლაც. საფრანგეთში ირაკლი კობახიძე დელეგაციასთან ერთად იმყოფება. პრემიერი დღეს ოფიციალურ მიღებასაც დაესწრება, ემანუელ მაკრონი სამიტის მონაწილე ლიდერების პატივსაცემად გამართავს.