პრემიერ-მინისტრის ვიზიტი

12:01, 09.09.2026

პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველი საერთაშორისო სამიტი რამდენიმე საათში გაიხსნება. მონაწილეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს. ირაკლი კობახიძე ღონისძიებაზე ემნუელ მაკრიონის მიწვევით იმყოფება. სამიტის თანათავმჯდომარეები იქნებიან საფრანგეთი და გერმანია, მთავარი განსახილველი თემებია მეცნიერება, კვლევა, უსაფრთხოება და თავდაცვა. ირაკლი კობახიძე ოფიციალურ მიღებასაც დაესწრება, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი სამიტის მონაწილე ლიდერების პატივსაცემად გამართავს.

თამუნა წიკლაურის ჩართვა #მოამბე

მსგავსი