პრემიერ-მინისტრი რეიკიავიკის სამიტზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისლანდიაში გაემგზავრა. ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც რეიკიავიკში გაიმართება. სამიტის მონაწილეებს პრემიერი სიტყვით მიმართავს. რეიკიავიკის სამიტამდე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 24 იანვარს რეზოლუცია მიიღო, რომელიც რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან. რეზოლუციაში ასევე არის მოწოდება ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ლიდერებისადმი, რომ მოითხოვონ რუსეთის მიერ ჯარების გაყვანა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიებიდან, სადაც ამჟამად ის უკანონო კონტროლს ახორციელებს.