პრემიერ-მინისტრის შეთავაზებას დისკუსიასთან დაკავშირებით, პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ოპოზიციის წარმომადგენლები ამ ინიციატივას სკეპტიკურად უყურებენ და აცხადებენ, რომ დიალოგის ერთადერთი თემა მათი მხრიდან ხელახალი არჩევნებია. ირაკლი კობახიძის შეთავაზებას აფასებენ „ქართულ ოცნებაშიც“. უმრავლესობის აზრით, დიალოგი მნიშვნელოვანია, თუმცა განსახილველ თემათა შორის ახალი არჩევნები და ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხები ვერ იქნება. შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ საზოგადოების წარმომადგენლებს ნებისმიერ ფორმატში დისკუსია შესთავაზა. ის ამბობს, რომ ყველა იმ თემაზე სასაუბროდ არის მზად, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს უკავშირდება.