პრემიერ-მინისტრის შეთავაზება დიალოგზე

15:09, 19.12.2024

არსებობს თუ არა რესურსი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის გასამართად, –
პრემიერის მიერ დისკუსიის აუცილებლობაზე საუბრისა და მორიგი შეთავაზების შემდეგ, ხელისუფლების ოპონენტები დიალოგის რესურს ვერ ხედავენ და ამბობენ, რომ კრიზისიდან გამოსავალი პატიმრების განთავისუფლება და შექმნილი კრიზისის აღიარებაა. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ამ ნაბიჯების შემდგომ შეიძლება მსჯელობა სამართლიანი არჩევნების წინაპირობის შექმნაზე. „ქართული ოცნება“ კი დიალოგის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ სიმართლე მათ მხარესაა.
უმრავლესობის წევრების შეფასებით, მეორე მხარეს არ აძლევენ საშუალებას, რომ მმართველ გუნდთან დებატებში შემოვიდნენ.

მსგავსი