პრემიერის შეთავაზება მიღებულია – საქართველოს პირველ არხზე დღეს დებატები 22:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საჯარო დისკუსიის გამართვის ინიციატივით გამოვიდა და საზოგადოებრივ მაუწყებელს ეთერის დათმობა შესთავაზა. პრემიერი დისკუსიაში იწვევს ადამიანებს, რომლებიც 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ. დებატებში მონაწილეობის სურვილი მიხეილ ჯანელიძემ და თინათინ ხიდაშელმა გამოთქვეს.