პრემიერ-მინისტრის შეთავაზება

პრემიერის შეთავაზება – მთავრობის მეთაური პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ყოფილ მინისტრებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დებატებს სთავაზობს. ირაკლი კობახიძე მზადაა, თავდაცვის ყოფილ მინისტრთან და საგარეო საქმეთა ექს-მინისტრთან საჯარო დისკუსია გამართოს ხელისუფლების იმ გადაწყვეტილების გარშემო, რომელმაც მასშტაბური პროტესტი და ვნებათაღელვა გამოიწვია. სწორედ თინათინ ხიდაშელი და მიხეილ ჯანელიძე გამოეხმაურნენ პრემიერ-მინისტრის ამ წინადადებას და დებატებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. დისკუსიის გამართვა ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს გამოცხადებული გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეებს, მათ შორის აქციის მონაწილეებს, გუშინ საჯაროდ შესთავაზა. ოპონენტების და ქუჩაში გასული მოქალაქეების მწვავე პროტესტის ფონზე მმართველი გუნდი ხაზს უსვამს, რომ 2028 წლამდე ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა ევროინტეგრაციის შეჩერებას არ გულისხმობს. მიიღებენ თუ არა ამ შეთავაზებას ადრესატები – თამუნა წიკლაური ესაუბრა მათ