შედგება თუ არა საჯარო დისკუსია რომლის შეთავაზებაც დღეს კიდევ ერთხელ გააჟღერა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, მზად არის 11-12 კაცთან კონკრეტულ ადგილზე გამართოს დისკუსია 28 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, – 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების საკითხი არ გააქტიურდეს. ირაკლი კობახიძე დაინტერესებულ მხარეებს ხვალ მთავრობის ადმინისტრაციაში ეპატიჟება. სოციალურ ქსელებში დისკუსიაში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვეს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ასევე თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა და პარტია „გირჩის“ წევრებმა.