პრემიერ-მინისტრის შეთავაზება

დათანხმდებიან თუ არა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეები პრემიერ-მინისტრის შეთავაზებას. ირაკლი კობახიძე ახალგაზრდებს შინაარსობრივი დისკუსიისკენ მოუწოდებს. აქციების ორგანიზატორთა საერთო გადაწყვეტილება ჯერ ისევ უცნობია, თუმცა, პროტესტის მონაწილეთა გარკვეული ნაწილისთვის მთავრობის მეთაურის წინადადება მისაღებია. ისინი ირაკლი კობახიძესთან რეზონანსული კანონის საჯარო განხილვისთვის მზად არიან.

რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს მეორე ნაწილს, რომელიც დიალოგზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონზე მსჯელობა და, შესაბამისად, განხილვაში ჩართვა უშედეგო იქნება.