პრემიერ-მინისტრის შემაჯამებელი ანგარიში - შეფასებები ოპოზიციურ სპექტრში

პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგარიშს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ღარიბაშვილი კვლავ გამოირჩეოდა აგრესიით. სახიფათოდ ფასდება მთავრობის მეთაურის განცხადება, რომ საქართველო არის სუვერენული ქვეყანა და არავის აქვს მის საქმეებში ჩარევის უფლება.

პოლიტიკოსების შეფასებით, მსგავსი ტიპის განცხადებები საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არ იქნება აღქმული დადებითი კუთხით.