პრემიერ-მინისტრის შემაჯამებელი ანგარიში

ჩემი პრემიერობის პირობებში, არცერთი მოქალაქე იდგება კანონზე მაღლა და არც ერთი მოქალაქე იდგება კანონზე დაბლა, მაგრამ როცა საქმე ეხება კანონისა და კონსტიტუციის დაცვას, ჩვენ ნებართვას არავის შევეკითხებით, კანონი ყოველთვის აღსრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც ამაყ და თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს ეკუთვნის და ამას ყველამ სათანადო პატივი უნდა სცეს.