პრემიერ-მინისტრის შეხვედრა მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან

პრობლემები და კითხვები, რომლებიც კოვიდ-პანდემიამ ბიზნესის სფეროში გააჩინა. კორონავირუსის გავრცელების გამო გაჩერებული ან ნაწილობრივ მომუშავე კერძო სექტორის წარმომადგენლებს დღეს პრემიერმა მოუსმინა. ბიზნესმენებმა გიორგი გახარიას რამდენიმე რეგულაციის ნაწილობრივ შემსუბუქება სთხოვეს. მსხვილ ბიზნესს დღეს ის წინადადებები და გეგმებიც გააცნეს, რომელთა განხორციელებას ხელისუფლება პანდემიის გამო დაზარალებული ეკონომიკის სწრაფად აღსადგენად გეგმავს.