პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ფერმერებთან და გიორგი გახარიას გზავნილები საზოგადოებას - რა დამატებით რესურსს ჩადებს სახელმწიფო სოფლის მეურნეობაში და რა შედეგზეა გათვლილი კამპანია „აირჩიე ქართული“

სფერო, რომელიც „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო ტურიზმის შემდეგ ყველაზე მეტად დაზარალდა, წახალისების და მხარდაჭერის პირობას იღებს. სახელმწიფო პროგრამების დახმარებით ხარისხიანი პროდუქციის წარმოება, სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ექსპორტის გაზრდა – ამ გზავნილით ჩავიდა პრემიერი შიდა ქართლში, სადაც ფერმერებს ანტიკრიზისული გეგმის დეტალები გააცნო. პანდემიის დროს შექმნილი პრობლემების ფონზე სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იაფი დიზელის პროგრამა და სესხების გადავადება აღმოჩნდა. თუმცა, რჩება სხვა გამოწვევები, რომლებიც ფერმერებმა მთავრობის მეთაურს პირადად გააცნეს.