პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ჟოზეფ ბორელთან

ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯოზეფ ბორელის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური. „ჯოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, გააგრძელოს საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება ამ ქვეყნის ევროკავშირთან კიდევ უფრო დასაახლოებლად. ამ კონტექსტში, მან ხაზი გაუსვა პარტიათაშორისი თანამშრომლობისა და შიდა პოლიტიკურ ძალებს შორის ერთიანობის მნიშვნელობას, რაც არის საკვანძო საქართველოში დემოკრატიის გასაძლიერებლად, მნიშვნელოვანი რეფორმების პრიორიტეტებში კონკრეტული და სწრაფი პროგრესის მისაღწევად. ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს ამ ძალისხმევებში; კერძოდ, შიდა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევაში; სასამართლო რეფორმის ინკლუზიური და სანდო დღის წესრიგის გზაზე დადგომაში და ამ მხრივ, შეთანხმებული საკონსტიტუციო რეფორმების განხორციელებაში. ეს არის კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადის გათვალისწინებით. საქართველო ევროპულ ოჯახს მიეკუთვნება“, – ნათქვამია განცხადებაში.