პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ბიზნესთან

ოთხ საათს გაგრძელდა მსხვილი ბიზნესისა და პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში. კერძო სექტორის ასამდე წარმომადგენელთან მთავარი განსახილველი საკითხი ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარება და გამოსავლის გზების ძიება იყო. შეხვედრამდე ბიზნესის ერთი ნაწილი პირდაპირ აცხადებდა, რომ ერთადერთი გამოსავალი ხელახალი არჩევნების ჩატარებაა. მეორე ნაწილი კი მხარს უჭერდა „ქართული ოცნების“ 12-წლიან პოლიტიკას. ოთხ საათიანი დისკუსიის შედეგ კი სხვადასხვა ბიზნესკომპანიების ხელმძღვანელთა უმეტესობამ განაცხადა, რომ დისკუსია შედეგიანი აღმოჩნდა. რა გარანტიები მიიღო ბიზნესმა პრემიერისგან, მედიის არაერთი მცდელობის მიუხედავად კერძო სექტორის წარმომადგენელები შეხვედრის დეტალებზე არ საუბრობენ.

შალვა სუმბაძემ მოისმინა მსხვილი ბიზნესის პოზიცია.