პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ბიზნესმენებთან

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების მიმართ საკუთარი პრეტენზიები ბიზნესსექტორმა დღეს პრემიერს პირადად გააცნო.

ნორმირებული სამუშაო გრაფიკის და ზეგანაკვეთური საათების განსაზღვრა ის მთავარი პუნქტებია, რომლებიც ბიზნესასოციაციას პროექტში ყველაზე მეტად არ მოსწონს.

მთავრობის მეთაური ბიზნესმენებს დაპირდა, რომ ახალი კოდექსი მათთან კონსულტაციების შედეგად იქნება მიღებული.

კერძო სექტორმა იანვრიდან ამოქმედებული საბანკო რეგულაციების გადახედვაც კიდევ ერთხელ მოითხოვა.

ბიზნესსექტორს ლარის კურსიც აწუხებს.