პრემიერ-მინისტრის შეხვედრა „აჭარ ენერჯის“ ხელმძღვანელთან

საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით Exim Holding-ის შვილობილი კომპანია „აჭარ ენერჯი“ ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში 460 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციებს განახორციელებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და კომპანიის ხელმძღვანელების დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. საინვესტიციო პროექტით დაგეგმილია ქარის ხუთი და მზის ერთი ელექტროსადგურების მშენებლობა, რაც ჯამში, დაახლოებით, 360 მგვტ დადგმულ სიმძლავრეს მოიცავს და ხელს შეუწყობს როგორც ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის გაძლიერებას, ისე ამ მიმართულებით საქართველოს კონკურენტუნარიანობის გაზრდას. ინვესტიციის განხორციელებას კომპანია მიმდინარე წელს დაიწყებს და პროექტები ექსპლუატაციაში ეტაპობრივად შევა. Exim Holding-ის შვილობილი კომპანია „აჭარ ენერჯი“ საქართველოში ბოლო წლებია წარმატებით ოპერირებს და 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი უკვე განახორციელა.