პრემიერ-მინისტრის შეფასება

პირველი შეფასებები გააკეთა პრემიერ-მინისტრმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის შემდეგ. ირაკლი კობახიძემ ილია მეორეს ღვაწლსა და პატრიარქის მიერ ქვეყნისათვის გაკეთებულ სიკეთეებზე ისაუბრა, შეაფასა ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოების ერთიანობა და რწმენისადმი დამოკიდებულება. მისი განცხადებით, ბოლო დღეებმა აჩვენა, რომ საზოგადოების უდიდესი უმრავლესობისთვის ძვირფასია ღირებულებები, ეკლესია, სახელმწიფო და არსებობს უდიდესი უმცირესობა, რომელიც ამ ყველაფერს ემიჯნება.