პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი სინგაპურში

15:01, 21.07.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით სინგაპურში გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური, შეხვდება სინგაპურის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და სინგაპურის პარლამენტის სპიკერს. დაგეგმილია ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიებთან შეხვედრა, რომლის მთავარი თემა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები იქნება. პრემიერ-მინისტრი სინგაპურში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

მსგავსი