პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი იაპონიაში

იაპონიაში პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნებს შორის ექსპორტისა და ინვესტიციების დაზღვევაზე შეთანხმება გაფორმდა. როგორც მამუკა ბახტაძისა და ნიპონის ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიის პრეზიდენტის შეხვედრაზე აღინიშნა, ხელშეკრულება კიდევ უფრო წაახალისებს იაპონურ ინვესტიციებს საქართველოში. დოკუმენტს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და ნექსის პრეზიდენტმა ბიზნესფორუმის ფარგლებში მოაწერეს.

ტოკიოში უპრეცედენტო მასშტაბის ბიზნესფორუმი დღეს გაიხსნა,  – გურამ როგავა დეტალებით იაპონიიდან.