პრემიერ-მინისტრის სამძიმარი

12:03, 12.11.2025

თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო თურქეთის პრეზიდენტს სამძიმარს უცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე რეჯეფ ტაიპ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა. მთავრობის მეთაურმა სოციალურ ქსელში განცხადებაც გამოაქვეყნა, სადაც წერს: „გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადე პრეზიდენტ ერდოღანს საქართველოში თურქეთის საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავის ტრაგიკული ჩამოვარდნის გამო. ამ რთულ დროს, საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს თურქ მეგობრებს. ჩვენი ფიქრები მიმართულია დაღუპულებისკენ, მათი ახლობლებისა და ამ ტრაგედიის შედეგად დაზარალებულებისკენ,“- წერს პრემიერ-მინისტრი.

 

სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც, სადაც აღნიშნულია, რომ ერდოღანმა ირაკლი კობახიძეს სამძიმრისა და მხარდაჭერისთვის, მადლობა გადაუხადა.

მსგავსი