პრემიერ-მინისტრის სამძიმარი

საქართველოს პრემიერი სამძიმრის წერილს ავრცელებს. „ღრმად დამწუხრებული ვარ გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების დამცველი, გამორჩეული ამერიკელი კონსერვატორი ლიდერის, ჩარლი კირკის მკვლელობის გამო. ცივილიზებულ სამყაროში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის! საქართველო ამერიკელ მოკავშირეებთან ერთად გლოვობს ამ დანაკარგს. ჩემი ფიქრები და ლოცვები მის ოჯახთან და ახლობლებთან არის,“ – წერს ირაკლი კობახიძე.