პრემიერ-მინისტრის სამძიმარი

15:30, 10.11.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ნემო ბურჭულაძის გარდაცვალების გამო. „ჩვენმა საზოგადოებამ დაკარგა ეროვნული მოძრაობის გამორჩეული წარმომადგენელი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერი და ჭეშმარიტი პატრიოტი. გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ მის ოჯახსა და ახლობლებს“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ნემო ბურჭულაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბურჭულაძე 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, პრეზიდიუმის წევრი. ნემო ბურჭულაძეს ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე.

მსგავსი